Friday, August 29, 2008

ein Märchen von Gianni Rodari

Diese Geschichte hat noch nicht stattgefunden,sie wird aber unbedingt passieren.Sie sieht folgendermassen aus:Eines Tages,dessen Name "Morgen" ist,hat eine Lehrerin ihre Schüler und Schülerinnen in das Museum der Vergangenheit geführt,-dort befand sich eine Sammlung von "Gegenständen,die nicht mehr gebraucht werden".Solche sind z.B. die Strassenbahn,Kronen von Königen usw.In einem staubbedeckten Schaufenster,unter einer Glasscheibe entdeckten die Kinder das Wort "Weinen".Sie haben die Aufschrift gelesen,aber trotzdem nichts verstanden.Dann hat einer von ihnen gefragt:
"-Sehr geehrte Signora,was ist das?"
"-Vielleicht ein alter,wertvoller Schmuck?"
"-Oder eher etwas aus der Kulturerbe der Etrusker?".
Die Lehrerin hat den Kindern erklärt,dass vor sehr langer Zeit dieses Wort sehr oft benutzt wurde und den Menschen viel Leid zugefügt hatte.Ausserdem hat sie den Schülern einen kleinen Glasgefäss gezeigt,in dem Tränen aufbewahrt wurden.Wahrscheinlich sind diese Tränen von einem Sklaven vergossen worden,weil er immer wieder von seinem Eigentümer geschlagen worden ist oder von einem armen Jungen,der obdachlos geblieben ist.
"-Tränen sehen wie Wassertropfen aus!"-sagte ein Junge.
"-Ja,aber sie verbrennen die Haut ein bisschen!"-erwiderte darauf die Lehrerin.
"-Möglicherweise werden sie vor dem Gebrauch gut gekocht!"-hat einer seine Vermutung ausgesprochen.
Nein,diese Kinder verstanden leider gar nichts.
Am Ende haben sich sie alle sehr gelangweilt gefühlt.Deshalb hat die Lehrerin entschieden,die Kinder in ein weiteres Sal zu führen,in dem nur für sie bekannte Gegenstände ausgestellt waren:
ein Gefängnisgitter,ein Schloss mit seinem Schlüssel,ein Balg eines Wacht-Hundes und viele andere.Sie haben ihren Platz nur dort,weil sie im lande der glücklichen Menschen,die den morgigen Tag leben,nicht mehr gebraucht werden.

Tuesday, May 13, 2008


ალბათ იცით,თუ რა არის მსოფლიო,ასევე იცით,რას ნიშნავს ჩემპიონატი და გაგიგიათ მაინც,რომ არსებობს სპორტის ისეთი სახეობა,როგორიც ფეხბურთია.ახლა რასაც წაიკითხავთ,შეიძლება უკვე იცით,მაგრამ მასაც კი,ვისაც ეს პირველად ესმის,ალბათ ვერ გააკვირვებს ის,რომ გოლიათი ზოგჯერ სპორტში მაინც მარცხდება დავითთან.არსებობდა ასეთი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი-გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა,რომელიც ამჟამად ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი ხუთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ-გეოგრაფიული ერთეულისაგან შედგებოდა.ამ სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხს ფეხბურთი დასავლეთ გერმანიის მოსახლეობაზე არანაკლებ(თუ მეტად არა,მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია) უყვარდა და თამაშობდა.თუმცაღა გდრ-ს წარმომადგენელი კლუბები ევროპულ ტურნირებში მნიშვნელოვან წარმატებებს მხოლოდ იშვიათად თუ აღწევდნენ(ეს იმას როდი ნიშნავს,რომ ბრძოლის უნარი არ გააჩნდათ).გდრ-ს ნაკრები ერთ-ერთი იყო მათგან,რომლებმაც ათასცხრაასსამოცდათოთხმეტი წლის მსოფლიო საფეხბურთო პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.მოგეხსენებათ (ან შეიძლება ახლა შეიტყობთ),რომ ეს შეჯიბრება,რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება,ზაფხულში ტარდება და ამ დროს ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის უპირველესი სალაპარაკო თემა სწორედ რომ საყვარელი თუ საძულველი ნაკრებების გამოსვლაა.ბევრი რომ არ გავაგრძელო,გეტყვით,რომ ამ წელს გაიმართა ერთადერთი შეხვედრა გდრ-ს და გფრ-ს ეროვნულ ნაკრებებს შორის,რომელზეც სიმართლეს ვიტყვი და საკმაოდ ბუნდოვანი და ზედაპირული წარმოდგენა მაქვს(ალბათ იმის გამოც,რომ ამ ამბიდან მხოლოდ თერთმეტი წლის მერე მოვევლინე ქვეყნიერებას),ამიტომ მშრალ ანგარიშსღა დავეყრდნობი-გაიმარჯვა გდრ-ს გუნდმა და შეხვედრაში ერთადერთი გოლი საფეხბურთო კლუბის "მაგდებურგი" მოთამაშემ,იურგენ შპარვასერმა გაიტანა.ახლა ორიათასრვა წელია,იმ დროს მაინც ვეღარავინ დააბრუნებს,ბერლინის კედელი აღარ არსებობს,საბჭოთა კავშირი დაიშალა (თუმცა ჩემდა და ვგონებ,რომ არამარტო ჩემდა სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ მსოფლიო რუკაზე),გდრ-მაც შეწყვიტა საკუთარი არსებობა და გერმანელ ერს ახლა ერთი სახელმწიფო გააჩნია,რომელსაც ერთი ეროვნული ნაკრები ჰყავს და მას გერმანიის ყველა სოფელში,დაბაში,ქალაქში და კუთხეში გულშემატკივრობენ.შეიძლება სუსტი და ძლიერი,სწრაფი და ნელი,ღარიბი და მდიდარი ოდნავ მაინც პირობით ცნებებად მივიჩნიოთ,ეს თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია,მაგრამ ისტორიას ხომ ვერავინ შეცვლის-გფრ-ს ნაკრებს გდრ-ს გუნდთან შეხვედრა აღარ გაუმართავს და გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობაც აღარ მისცემია,ასე რომ,უფრო ღარიბმა,კარჩაკეტილმა,განუვითარებელი ეკონომიკის მქონე გდრ-მ დაამტკიცა,რომ მთავარი ბრძოლის უნარი და სურვილია,რომელსაც წინ ვერავითარი ეკონომიკური სასწაული აღუდგება.

პ.ს.შარშანწინ სიზმარში ვნახე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური თამაშის მოკლე მიმოხილვა-ჩრდილოელებმა აჯობეს თამაშით,მაგრამ ამისდა მიუხედავად მაინც აგებდნენ,ვიდრე მათმა ერთ-ერთმა მცველმა თავური დარტყმით არ გაათანაბრა ანგარიში-მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო,ოთხმოცდამეთხუთმეტე წუთზე.ესეც შენი ძვირფასი ანდერს ფრისკი.