ამ სახიფათო თაღლითების საქმიანობას მოწმეები საკმაოდ ჰყავს. მაგალითად ფერუჩო მაცოლა, ცნობილი ფეხბურთელის, სანდრო მაცოლას უმცროსი ძმა. სანდროსგან განსხვავებით ნაკლებად ცნობილმა მოთამაშემ 2004 წელს პროკურატურის წარმომადგენლებს იმ ამფეტამინის შემცველი ყავის შესახებ მიაწოდა ცნობები, რომელსაც "ინტერის" მაშინდელი წვრთნელი ელინიო ერერა მათ სამოციან წლებში ხშირად ასმევდა სათამაშოდ გასვლამდე. თავიდან ტაბლეტებს მხოლოდ სათადარიგოები იღებდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც მათი მოქმედების შეეგების შესახებ ექიმებმა ინფორმაცია მიიღეს, ეს "მკურნალობა" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებსაც შეეხო. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ერერამ შეიტყო,რომ ფეხბურთელები ტაბლეტებს ენის ქვეშ ინახავდნენ და შემდეგ უკანვე იღებდნენ. ამიტომ მან ამფეტამინის ყავაში გახსნის ხერხს მიმართა და ამ ყავას მოთამაშეებს ძალიან ხშირად ასმევდა. მწვრთნელის მეტსახელი "ჯადოქარი" ამის გამო დღეს სხვანაირ მნიშვნელობას იძენს.
" მას შემდეგ, რაც მე ერერას ნამოქმედარზე ხმამაღლა და საჯაროდ მოვყევი ყველაფერი, სანდრო გამებუტა და აღარც კი მელაპარაკება. ის ფიქრობს, რომ ჭუჭყიანი თეთრეულის ოჯახს გარეთ გატანა ცუდი საქციელია და ამიტომ გამიბრაზდა" - ამბობს ფერუჩო. ჯერჯერობით წაგებული სწორედ ფერუჩოა, რადგან სანდროს წარმატებები ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს და მის აზრს ანგარიშს უწევენ, ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტის სახით იწვევენ და პატივს სცემენ. იმ ფაქტს კი, რომ "დიდი ინტერის" შემადგენლობიდან ექვსი მოთამაშე საეჭვოდ ახალგაზრდულ ასაკში დაიღუპა, ცოტა თუ აქცევს ყურადღებას. რამდენიმე წლის წინ ამჟამად სამოცდახუთი წლის ფერუჩო მაცოლას ინსულტი დაემართა და ახლა მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად არის შერყეული.
არაერთმა მოთამაშემ უარესი შედეგი მიიღო. მაგალითად კარლო პეტრინიმ , რომელიც სამოციან და სამოცდაათიან წლებში არაერთ იტალიურ კლუბში გამოდიოდა. ის "ჯენოაში" გატარებულ წლებს იხსენებს და იმ ნივთიერებებს იხსენებს, რომლებსაც მას და მის თანაგუნდელებს ერთჯერადი შპრიცებით უკეთებდნენ, ასევე იმ ცხოველურ ძალაზე, რომელსაც ეს წამალი აძლევდა და მწვანე ფერის დუჟზე, რომელიც თამაშის დასასრულს პირიდან მოსდიოდა. " უკვე გასახდელში დაბრუნებულებიც კი ჯერ კიდევ ვგრძნობდით ენერგიის მოზღვავებას და უზომოდ დიდ აფორიაქებას. შემდეგ უცბად ეს საოცარი მოთენთვის შეგრძნებით იცვლებოდა და ენა ისე გვისივდებოდა, რომ პირის დახურვაც კი აღარ შეგვეძლო"- ეს
პეტრინის მიერ დაწერილი წიგნიდან ამოღებული სტრიქონებია.
ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელების უმრავლესობას ამ სიბინძურეში ოდნავადაც არ სურთ გარევა, ამიტომაც როგორც მაცოლა, ასევე პეტრინი განდგომილების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოცდაათი-ორმოცი წლის წინ მთავარი მოედანზე გამოსვლა და კარგი შედეგის ჩვენება იყო, დღეს კი მნიშვნელოვანი იმ ეპოქის გმირების სახელისთვის ჩირქის არმოცხება გახდა. შეიძლება ითქვას, რომ როგორც პირველს,ასევე მეორესაც გარკვეულწილად იძულება განაპირობებდა.
შეუძლებელია, ვინმე ამ საკითხით დაინტერესდეს და ვერ შეამჩნიოს მსხვერპლთა ის უზარმაზარი რაოდენობა, რომლის შესახებაც დღეს საკმაოდ ბევრია ცნობილი. მხოლოდ "ფიორენტინას" ყოფილი, აწ გარდაცვლილი მოთამაშეების გვარების სახელების ჩამოთვლაც კი საკმარისი იქნება, რათა
დანაშაულის მასშტაბების და მსგავსი შემთხვევების სიხშირის გაცნობიერება შევძლოთ:
არმანდო სეგატო, გარდაიცვალა 1973 წელს, ორმოცდასამი წლის ასაკში. სიკვდილის მიზეზი ალს;
ფულვიო ბერნარდინი, გარდაიცვალა 1984 წელს, სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში. სიკვდილის მიზეზი ალს;
ფლორენციული კლუბის ახალგაზრდული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი მარიო სფორცი, გარდაიცვალა 2004 წელს, ორმოცდარვა წლის ასაკში ლიმფური სისტემის მწვავე ავთვისებიანი დაავადებით;
ადრიანო ლომბარდი, გარდაიცვალა 2007 წელს, სამოცდაორი წლის ასაკში, სიკვდილის მიზეზი ალს;
თავდამსხმელი ნელო სალტუტი, გარდაიცვალა 56 წლის ასაკში, სიკვდილის მიზეზი გულის ინფარქტი;
გუნდის ლიბერო უგო ფერანტე, გარდაიცვალა 59 წლის ასაკში, სიკვდილის მიზეზი ნუშურა ჯირკვლების სიმსივნე;
მცველი ჯუზეპე ლონგონი, გარდაიცვალა 64 წლის ასაკში, სიკვდილის მიზეზი გულის ერთ-ერთი დაავადება;
მეკარე მასიმო მატოლინი, გარდაიცვალა 56 წლის, სიკვდილის მიზეზი თირკმლების უკმარისობა;
ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი, დაუღალავი და თავდაუზოგავად მშრომელი, ნახევარდაცვის ხერხემალი ბრუნო ბეატრიჩე, გარდაიცვალა 39 წლის, სიკვდილის მიზეზი ლეიკემია.
No comments:
Post a Comment